ჩვენი ისტორია
42digital IT ინტეგრატორი კომპანიაა, რომელიც 2020 წლიდან ავითარებს საკუნსულტაციო, დანერგვისა და პროფესიონალურ მომსახურებას სამი ძირითადი ტექნოლოგიური მიმართულებით: ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოება, DevOps, და ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებები. ჩვენ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში არასტანდარტული მიდგომებით გამოვირჩევით, რასაც გამოცდილი გუნდით, სიახლეებსა და ციფრულ ტრანსფორმაციაზე ორიენტირებული სამუშაო სტილით ვახერხებთ.
ქართული კიბერუსაფრთხოების ინდუსტრიისთვის 42digital-მა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და საერთაშორისო უსაფრთხოების ბრენდის, Bitdefender-ის Country Partner-ის სტატუსი მოიპოვა, რაც გუნდს შესაძლებლობას მოგვცემს, გავაფართოოთ საპარტნიორო ქსელი და დავნერგოთ საერთაშორისო პრაქტიკა კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.
Bitdefender საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების ლიდერი კომპანიაა, ხოლო ჩვენი კომპანიისთვის Country Partnership სტატუსის მონიჭება კი სტანდარტული საპარტნიორო ჯაჭვიდან გადახვევას და ბაზარზე ოპერირების განსხვავებული სტრუქტურის დანერგვას გულისხმობს. კონკრეტულად Bitdefender-ის შემთხვევაში საქართველოში, ისე, როგორც სხვა 150-ზე მეტ ქვეყანაში, მწარმოებელს ჰყავს რეგიონალური დისტრიბუტორები, რომლებიც უკავშირდებიან პარტნიორებს, პარტნიორებს კი თავის მხრივ საბოლოო მომხმარებლამდე მიაქვთ პროდუქტი და ასე ფუნქციონირებს მიწოდების ჯაჭვი. Country Partnership სტატუსის ფარგლებში, რეგიონალური დისტრიბუტორის რგოლი ქრება და მის ფუნქციებს ჩვენ ვასრულებთ, თუმცა, ამავდროულად განვაგრძობთ საბოლოო მომხმარებლებთან კომუნიკაციას. საქართველოში არსებული სხვა პარტნიორები ჩვენი ჩართულობით უკავშირდებიან მწარმოებელს, რაც გვეხმარება მათთან აქტიური ურთიერთობა შევინარჩუნოთ და განვავითაროთ საპარტნიერო ქსელი. Bitdefender-ისთვის ეს არასტანდარტული პრაქტიკაა და სულ რამდენიმე ქვეყანაში ჰყავს Country Partner. ამ სტატუსით თითქმის ვუთანაბრდებით Bitdefender-ის წარმომადგენლობას ქვეყანაში.
რას ნიშნავს Bitdefender Country Partner სტატუსი
რატომ არის მნიშვნელოვანი ეს პარტნიორობა საქართველოსთვის?
Country Partner სტატუსში 42digital ოპერირებს არამარტო ბრენდის წარმომადგენლის როლში, არამედ თავის თავზე იღებს ტექნიკური Support-ის პირველი ხაზის მოვალეობებს. ეს ნიშნავს, რომ ბიტდეფენდერის ყველა მომხმარებელს პირველად ტექნიკურ დახმარებას გაუწევს ქართულენოვანი ტექნიკური გუნდი, და არა რეგიონის რომელიმე დიდ ქვეყანაში განთავსებული სერვის ცენტრის სპეციალისტები. ამით ავტომატურად იხსნება დროის სხვაობით და ენობრივი ბარიერით გამოწვეული დაბრკოლებები. გარდა ამისა, მწარმოებელთან მჭიდრო თანამშრომლობა გვაძლევს სწრაფი და ეფექტური უკუკავშირის საშუალებას- პროდუქტის განვითარებაში და ახალი ფუნქცინალის დამატებაში. Bitdefender ითვალისწინებს ქართველი მომხმარებლების აზრს და სურვილებს, რაც ძალიან დიდი მიღწევაა კიბერუსაფრთხოების ინდუსტრიისთვის